saqarTvelos qedebi - SavSeTis qedi
ტერიტორიული ერთეული | შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები |
კოორდინატები | 41°30`00` ჩ. გ. 42°06`00` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | ხევა |
სიმაღლე | 2812 მ |
სიგრძე | 65 კმ |
ქედი საქართველოში, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, თურქეთის საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
შავშეთის ქედი აღმოსავლეთით უკავშირდება არსიანის ქედს, დასავლეთით ებჯინება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს. აღმოსავლეთით, მაღალ, ნაწილზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვლები - ცირკები, მორენები, „ვერძის შუბლები“. თხემი შემოსილია ალპური მდელოებით, კალთები წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით.